Meta-მ AI-ის ელექტრომომარაგებისთვის ბირთვულ რეაქტორზე 20-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა (bm.ge)

Meta-მ ილინოისში მოქმედი კომუნალური კომპანიის ერთ-ერთ ბირთვულ რეაქტორზე 20-წლიანი შეთანხმება გააფორმა. Constellation Energy-სთან გაფორმებული ეს შეთანხმება პირველი იქნება სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიის ისტორიაში და მიზნად ს ელექტრომომარაგებას დაისახავს.
იმ ფონზე, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნავენ, -ში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ორი ათწლეულის შემდეგ პირველად გაიზარდა.
Meta-სთან გაფორმებული შეთანხმება Constellation Energy-ს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს შვილობილი ენერგეტიკის ცენტრი – Clinton Clean – რომელსაც 2027 წელს ილინოისის შტატის მიერ დაფინანსებული ნულოვანი ემისიის პროგრამის დასრულების შემდეგ გაუქმება ემუქრებოდა. აქამდე Clinton Clean-ის ოპერირება აშშ-ის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც კომპანიამ ლიცენზირების 2047 წლამდე გახანგრძლივების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა Meta-სთან თანამშრომლობა სახელმწიფო დაფინანსების ალტერნატივასა და სალიცენზიო და საოპერაციო დახმარებას ნიშნავს.
ამასთან, გაფორმებული შეთანხმება შესაძლოა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ერთგვარ ბიზნესმოდელად იქცეს, რომლის ფარგლებშიც, არსებული დატა ცენტრების ელექტრომომარაგებისთვის ბირთვულ რესურსებს გამოიყენებენ და არსებული ბირთვული ელექტროსადგურების ოპერირებას შეუწყობენ ხელს.
შეთანხმების ფინანსური დეტალები კომპანიებს არ გაუმჟღავნებიათ, თუმცა, მსგავსი გარიგებები, როგორც წესი, რამდენიმე მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი Constellation Energy-ის აქციები 5.7%-ით გაძვირდა და $330.93 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Constellation-ის მსგავსმა დამოუკიდებელმა კომპანიებმა გასულ წელს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. 2024 წელს გაფორმდა შეთანხმება Constellation Energy-ისა და Microsoft-ს შორისაც.
bm.ge