Meta-მ წაშალა რუსეთიდან მართული ანგარიშები, რომლებიც კანონის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებდნენ

Meta-მ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები, რომლებიც დან იყო მართული.
როგორც Meta-ს ანგარიშშია აღნიშნული, წაშლილია რუსეთიდან მართული კოორდინირებული არაავთენტური ქსელები, კერძოდ, Facebook-ის 76 ანგარიში და 30 გვერდი, ასევე Instagram-ის 11 ანგარიში.
Meta-ში ამბობენ, რომ “ოპერაცია” მიმართული იყო ფიქციური ახალი ამბების ვებგვერდების აღმოჩენისკენ. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს ვებგვერდები ფუნქციონირებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის YouTube, Telegram და TikTok პლატფორმებზე.
საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ წაიშალა ვებ-გვერდები, რომლებიც რუსული კანონის პროტესტზე წერდნენ, აკრიტიკებდნენ პროტესტის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას – ქართულ ოცნებას.