Meta-მ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე შეზღუდვები მოხსნა

Meta-მ ს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე, ნოემბრის საპრეზიდენტო ს წინ, შეზღუდვები მოხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობისთვის, -ის ყოფილი პრეზიდენტისა და მსჯავრდებულის, დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა „შეაქო“ მხარდამჭერები, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც BBC წერს, ტრამპის ანგარიშები, რომლებსაც ერთობლივად 60 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2023 წელს აღადგინეს, ანგარიშები იმ დროიდან დამატებით მონიტორინგს ექვემდებარებოდა, ახლა კი შეზღუდვები სრულად მოიხსნა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ