Meta-მ მარგარიტა სიმონიანის Facebook და Instagram-გვერდები დაბლოკა

Meta-მ კრემლის პროპაგანდისტისა და რუსული სამთავრობო მედიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის Facebook და Instagram-გვერდები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე თავად სიმონიანი ავრცელებს.

“Facebook-ზე და Instagram-ზე Russia Today-ს, Россия Cегодня-სა და ჩემი პერსონალური გვერდები დაიბლოკა” – წერს კრემლის პროპაგანდისტი.

ცნობისთვის, დღეს, 17 სექტემბერს Meta-მ ყველა თავის პლატფორმაზე, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-ზე, Threads-სა და Whatsapp-ზე რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემები დაბლოკა. მათ შორისაა Russia Today, Россия Cегодня, Sputnik-ი და სხვა გამოცემები, რომლებიც წლებია, საერთაშორისო მასშტაბით აქტიურად ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას.

“ფრთხილი განხილვის შემდეგ, ჩვენ გავაფართოვეთ მიღებული ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. Russia Today, RT და სხვა სახელმწიფო მედიასუბიექტები ჩვენი პლატფორმებიდან ამჟამად მთელს მსოფლიოშია აკრძალული, მათი უცხოური ჩარევის აქტივობისთვის” – ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.

Meta-ს გადაწყვეტილებას X-ზე Russia Today-ს გუნდიც გამოეხმაურა.

“როგორც არ უნდა ეცადოთ ჩვენს გაჩუმებას, სიმართლეს მაინც ვერ გააჩუმებთ” – წერს რუსული პროპაგანდისა და კრემლის ტყუილების გამვრცელებელი მედია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც