Meta და Microsoft-ი დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებს ათავისუფლებენ

Meta და Microsoft-ი დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებს ათავისუფლებენ
ინდუსტრიის მიმდინარე რესტრუქტურიზაციის ფონზე, ტექნოლოგიური სექტორის უმსხვილესი კომპანიები, Meta და Microsoft-ი, თანამშრომელთა გათავისუფლების რაუნდებს განაგრძობენ. სამუშაო ძალის სტრატეგიული შემცირების ფარგლებში, კომპანიები დაბალი შედეგების მქონე კადრების დათხოვნას გეგმავენ.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta სამუშაო ძალის 5%-ით შემცირებას განიხილავს, რაც კომპანიის დაახლოებით 3,600 თანამშრომელია. გამოცემის ცნობით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მიერ თანამშრომელთათვის დაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია „დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებისგან სწრაფად თავისუფლდება“. მათ სანაცვლოდ, ტექნოლოგიური გიგანტი ახალ ტალანტებს მოიძიებს.
„Meta მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. , AR-სათვალეები, სოციალური მედიის მომავალი. ეს იქნება ინტენსიური წელი და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ გუნდში საუკეთესო კადრები გვყავს“, – ნათქვამია ცუკერბერგის მიერ თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილში.
Meta-ს გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად ინფორმაციას -ში დასაქმებული პირები 10 თებერვალს მიიღებენ. შემდეგ კი მათი სამსახურებრივი სტატუსის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლებსაც ეცნობებათ. CNBC-ის ინფორმაციით, Meta-სთან ერთად, კადრების გათავისუფლებას განიხილავს Microsoft-იც. Microsoft-ი, სავარაუდოდ, სამუშაო ძალის 1%-ს შეამცირებს.
გასულ წლებში Meta-ს მხრიდანთანამშრომელთა გათავისუფლების არაერთი რაუნდი ვიხილეთ. ყველაზე ფართო რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, 2022 წელს, კომპანიამ 11,000 დასაქმებული დაითხოვა. მომდევნო წელს კი, რომელსაც Meta-მ „ეფექტიანობის წელი“ უწოდა, კომპანიიდან დამატებით 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს.