Merriam-Webster-მა წლის სიტყვად “slop-ი” აირჩია

ის სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ნაგავი,“ ან რაღაც “ჩარეცხილი,” “ჭუჭყი” და აღნიშნავს მდარე ხარისხის შინაარსის მქონე მასალას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი დიდი რაოდენობით.
„მთელი ეს ნაგავი, რომელმაც მოიცვა ჩვენი ეკრანები, მხოლოდ ოთხი ასოთი იყო აღწერილი: ინგლისურმა ენამ კვლავ არ გაგვიცრუა იმედი“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ადრე, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონმა წლის სიტყვათშეთანხმებად „rage bait“ აირჩია. ის სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ბრაზის სატყუარა“ – ეს არის პროვოკაციული შინაარსის მასალა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებში აღშფოთების გამოწვევას.
კემბრიჯის ინგლისური ენის ლექსიკონმა წლის სიტყვად “Parasocial” (პარასოციალური) აირჩია. ის აღწერს ცალმხრივ ემოციურ კავშირს, რომელსაც ადამიანები გრძნობენ მათთან, ვისაც პირადად არ იცნობენ, მაგალითად, ცნობილ ადამიანთან, პერსონაჟთან ან ხელოვნურ ინტელექტთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე