Mercedes-ი ელექტრომობილებში გადამუშავებულ ალუმინს გამოიყენებს

Mercedes-მა ელექტრომობილების წარმოებისთვის განახლებადი ენერგიისა და რეციკლირების მეთოდებით წარმოებული ალუმინის გამოყენება დაიწყო.
საუბარია ელექტრო Mercedes CLA-ზე, რომელიც დაბალნახშირბადიანი ალუმინი ნორვეგიული ლითონის მწარმოებელ Norsk Hydro-სთან პარტნიორობით შეიქმნა.
ავტომობილების ახალი ხაზის წარმოებაში CO2-ის გამოყოფა შემცირდება და შესაძლებელი გახდება ოპერაციის დეკარბონიზაცია.
Mercedes-ს უფრო მეტის გადახდა უწევს დაბალი გამონაბოლქვის მქონე ალუმინში. ახალ პროდუქტში ინვესტიციის მოცულობა არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილია ის, რომ ახალი ავტომობილი, წინამორბედთან შედარებით, 40%-ით ნაკლები CO2-ის გამონაბოლქვით შეიქმნა. Norsk Hydro-ში Mercedes-ისთვის დამზადებული ალუმინის ყოველ 1 კგ-ზე, 3 კგ CO2 გამოიყოფა, რაც ბევრად ნაკლებია გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე – 16.7 კგ-ზე.