“MEGOBARI აქტის” მხარდამჭერმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს, ამერიკისა და უკრაინის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
ასევე ჩართული აქვთ აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნიც.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, ცოტა ხნის წინ ასევე შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული აქციის მონაწილეებიც. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “ხალხი ითხოვს სამართალს”.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე 115 დღეა იმართება.
ისინი კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
