Meduza: Hunnewell Partners საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს

საერთაშორისო გამოცემა Meduza-მ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში მოამზადა, სადაც ოცნების მხრიდან ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTQ+ უფლებების შეზღუდვაზე ისაუბრა. თუმცა, მთავარი აქცენტი ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ზე გაკეთდა, რომელიც ტელეკომპანია იმედისა და ლიბერთი ბანკის მფლობელია.
გამოცემის ცნობით, ლონდონში დაფუძნებული კერძო ინვესტიციების კომპანია, Hunnewell Partners საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს.
ს წიაღიდან წამოსული მილიარდერის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის ფერფლიდან აღმოცენებულ კომპანია Hunnewell Partners-ს საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე კონტროლის დაწესება, მმართველი პარტიის ხელახალი არჩევის კამპანიის გასაძლიერებლად ედება ბრალად. სანაცვლოდ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც გამოიხატება შესაძლოა ასობით ათასი ქართველი პენსიონერის ექსპლუატაციაში”, – წერს გამოცემა.
Meduza წერს, რომ 2022 წელს ში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტელეკომპანია იმედის პროსამთავრობო მიდრეკილება იმ დონემდე გაღრმავდა, რომ ის ცრუ ან სხვა სახის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაზე გადავიდა, რასაც საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები მხარს უჭერდნენ. ამასთან, გამოცემის ცნობით, ოცნებისადმი გულგრილობით არც იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე გამოირჩევა.