Meduza: რუსეთში გაყიდვიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა

გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთში “პრაქტიკულად ყველგან” გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზეც ს ფოტო იყო გამოსახული. ეს განცხადება Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ ადგილობრივ გამოცემა “ფრთხილად მედიას” განუცხადა.
ჟურნალისტის თქმით, ახალი ნომერი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა გამოსახული, ამოღებულია სადისტრიბუციო პუნქტებიდან – ძირითადად პრესისა და ბეჭდვის ჯიხურებიდან.
“ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული და ცოტა არ იყოს, საშიშია ჩვენთვის. რატომ ამოიღეს ნომერი, ჩვენ არ ვიცით: არანაირი კანონი არ დაგვირღვევია”, – აცხადებს ელენა მილჩანოვსკა.
გამოცემა Meduza-ს ერთ-ერთმა მკითხველმა შეატყობინა, რომ მან ვერ მოახერხა Sobesednik-ის გაზეთის ყიდვა ერთ-ერთ ჯიხურში. გამყიდველმა მას უთხრა, რომ “მიიღეს ბრძანება, აღარ გაყიდონ ეს ნომერი”. მკითხველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში მოხდა ეს.