მაკდონალდსმა გემრიელი დანაშაულის ჩადენა გადაწყვიტა და ბრიტანელ მომხმარებლებს World Heist-ის მენიუ შესთავაზა — მთელი მსოფლიოს მასშტაბი მოიცვა და მენიუებიდან პროდუქტები მოიპარა. შედეგად კი ავსტრალიიდან იაპონიამდე და პოლონეთიდან კანადამდე იმპორტირებული კერძების დაგემოვნების საშუალება მისცა მომხმარებლებს ისე, რომ მოგზაურობა არც კი დასჭირდეთ.
კანადიდან Maple BBQ & Bacon Double Quarter Pounder მოიპარა:
ავსტრალიიდან Pineapple McSpicy:
იაპონიას კი ორი პროდუქტი წაართვა: Garlic & Black Pepper McNuggets და Sakura X Sprite:
პოლონეთისგან Sour Cream & Black Pepper McShaker Fries წამოიღო:
UAE-დან კი ჩამონათვალს Mac & Cheese Triangles დაამატა:
ხოლო დესერტისთვის ინდონეზიასა და მალაიზიას ესტუმრა — მოპარულ მენიუში Choco Caramel Pie, Caramel Pretzel McFlurry და Chocolate Pretzel McFlurry გვხვდება:
თითოეული პროდუქტი შეფუთვის თავდაპირველ დიზაინსა და მშობლიურ ენას ინარჩუნებს, თუმცა ამჯერად თაგი მოჰყვება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ კონკრეტული პროდუქტი მოპარულია. რეკლამაში კი, შესაძლოა, რაღაცები ქაღალდის სახლიდანაც გეცნოთ:
marketer.ge




