McDonald’s-ის გაყიდვები შემცირდა – Reuters

McDonald’s-მა კვარტალური გაყიდვების ანგარიში წარმოადგინა. პირველად 4 წლის განმავლობაში, კომპანიამ გაყიდვების ვარდნა დააფიქსირა, რაზედაც ახლო აღმოსავლეთის ომმა და ჩინეთსა და ინდოეთში შემცირებულმა შემოსავლებმა იმოქმედა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ McDonald’s ერთ-ერთია იმ რამდენიმე დასავლურ ბრენდს შორისაა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სავარაუდო, პროს პოზიციის გამო ბოიკოტი შეეხო.
Zacks Investment Management-ის კლიენტთა პორტფელის მენეჯერმა, ბრაიან მალბერიმ, რომელიც McDonald’s-ის აქციებს ფლობს, განაცხადა, რომ ომის გავლენა მოგების სტაბილურობაზე კომპანიის ყველაზე დიდი საზრუნავი იქნება.
რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს, McDonald’s-ის გაყიდვები საზღვარგარეთ ლიცენზირებულ ბაზრებზე, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 5,5%-იან ზრდასთან შედარებით, 2023 წლის ბოლო კვარტალში 0,7%-მდე დაეცა.
გარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა, გაყიდვების კლება დაფიქსირდა ინდოეთსა და ჩინეთში; შეერთებულ შტატებში ოქტომბერში ამერიკულ McDonald’s-ის რესტორნებში ტრაფიკი 13%-ით შემცირდა. ნოემბერში და დეკემბერში ის შესაბამისად 4.4%-ით და 4.9%-ით დაეცა.
ამ ამბების შემდეგ, McDonald’s-ის აქციები $298-დან $286-მდე დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა