Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა

ბრიტანულ ჯგუფის Massive Attack-ის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ Black Sea Arena-მ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცლება.
„სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯგუფს მოძრაობა „სირცხვილიამ“ 25 აპრილს მიმართა გასცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“ და განსჯის საფუძველზე მიეღოთ ჩამოსვლის გადაწყვეტილება.