Maruti Suzuki, იაპონური Suzuki Motor–ის განყოფილება და ინდოეთში უმსხვილესი ავტომწარმოებელი 2030 წლისთვის გეგმავს ქვეყანაში წარმოების გაორმაგებას და მაჩვენებლის 4 მილიონამდე მიყვანას, იტყობინება Financial Times.
ამ გზით კომპანია ინდოეთის ბაზარზე თავისი წილის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ადრე 50%-ს აღემატებოდა, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 41%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, ქვეყანაში წარმოებული მრავალი მანქანა ექსპორტზე გადის.
