Marca: საგიჟეთი თბილისში – თოფურიას 5 ათასი ადამიანი დახვდა და ქამარს სტადიონზე ნაკრების მატჩის წინ წარადგენს

UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას “მარკა” გამოეხმაურა.
გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყ­ნის – სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:
“არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ “თოფურომანია” ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.
ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების
პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება”.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: “ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება”.
თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: “ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება”.