MARCA: რეალის პენალტისტი მბაპე იქნება

ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარი პენალტისტი კილიან მბაპე გახდება.
წყაროს ცნობით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ეს გადაწყვეტილება “ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგ მიიღო – ამ შეხვედრაში მბაპემ 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოუტანა გუნდს, ხოლო ვინისიუს ჟუნიორს გიორგი მამარდაშვილმა არ გაატანინა.
მბაპე “რეალის” რიგებში პენალტის მთავარი შემსრულებელი “არსენალთან”, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩიდან მიყოლებული იქნება.
მიმდინარე სეზონში მადრიდულმა გრანდმა 5 პენალტი ვერ გამოიყენა, ეს კი 2013/14 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ვინისიუს ჟუნიორმა კი 11-მეტრიანის გატანა ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში