Marathon Digital-მა $300 მილიონის ბიტკოინი შეისყიდა

ამერიკულმა კრიპტომაინინგ კომპანია Marathon Digital-მა კორპორაციული ობლიგაციების გამოშვების და ინვესტორების მხრიდან მოზიდული 300 მილიონი დოლარით 4,100 ბიტკოინის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, Marathon-ის ანგარიშზე ამჟამად 25,000-მდე ბიტკოინია, მათი უდიდესი ნაწილი კი თავად კომპანიის მიერ განხორციელებული მაინინგის შედეგადაა მოპოვებული.
ბიტკოინის შესყიდვის მიზეზს რაც შეეხება, კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, უახლოეს მომავალში ბიტკოინს უფრო მაღალი საინვესტიციო ამონაგები ექნება, ვიდრე მაინინგსაქმიანობას, ამიტომ Marathon-ის ინტერესებში თანხის იმ აქტივში დაბანდებაა, რომელიც ინვესტორებს მეტ სარგებელს მოუტანს. ამ შემთხვევაში, Marathon-ისთვის ალტერნატივას ახალი მანერების შეძენა და კომპიუტერული სიმძლავრის გაზრდა წარმოადგენს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიაში არჩევანი სწორედ კრიპტოაქტივის პირდაპირ შესყიდვაზე შეაჩერეს.
უშუალოდ კომპანიას რაც შეეხება, Marathon Digital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. კომპანია -ის მასშტაბით მსხვილ მაინინგფერმებს და data-ცენტრებს ფლობს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი