MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაჯილდოვდა

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გერმანული ბრენდის 45 იმპორტიორს შორის გამოარჩიეს და MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის დააჯილდოვეს. მთავარი ინდიკატორი ის მასშტაბური პროექტები გახდა, რომლებმაც გერმანული ბრენდის MAN-ის საქართველოში პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

დაჯილდოების ცერემონია დუბაიში, MAN Truck and Bus-ის იმპორტიორების შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის დუბაის სადილერომ – MAN Truck & Bus Middle East Africa CIS-მა უმასპინძლა, რომელიც 45 ქვეყნის იმპორტიორებს აერთიანებს.

ვორქშოფის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: 2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ კიდეც. ჩვენი მარკეტინგული აქტივობები MAN Truck and Bus-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. პარტნიორებს რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. მათ შორის იყო სოციალური კამპანია „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის ფარგლებშიც 3 ქალბატონი საქართველოში, MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში დავასაქმეთ. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გუნდის მხარდაჭერისთვისაც.

ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ MAN-ის ოპერირების საკუთარი გამოცდილებაც. პოტენციურ მომხმარებლებს ვიდეოების მეშვეობით გერმანული ბრენდის უპირატესობებზე ინფორმაციას უწყვეტად ვაწვდით და ვუადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. გვიხარია, რომ ეს აქტივობები ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს და „ თრაქ ენდ ბასი“ დააჯილდოვეს“.

თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.

ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები თეგეტასა და MAN-ის ბიზნესინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ შვიდეულში შემავალი ბრენდისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლისმომცველი ხდება.

დღეს „ს“ შვილობილი კომპანია MAN-ის ბრენდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამარაგებს თბილისსაც და ერევანსაც. მათ სერვისსაც თავად უზრუნველყოფს.

——

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.