Mail Sport: EURO 2024-სთვის ნაკრებთა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაიზრდება

UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Mail Sport-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.