3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
გასტროკონგრესზე საქართველოს 4 შეფმზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგენენ.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.