Maariv-ის გამოკითხვის მიხედვით, ისრაელში დღეს ბენი განცის პარტია ხმათა უმრავლესობას აიღებდა

ისრაელში მედია Maariv-მა საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ხმათა უმრავლესობით ბენი განცის ეროვნული ერთიანობის პარტია გაიმარჯვებდა.
გამოკითხვის მიხედვით, ისრაელში არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს ს ლიკუდის პარტია ქნესეთში 120 ადგილიდან მხოლოდ 44-ს დაიკავებდა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირებულია ბეზალელ სმოტრიჩის რელიგიური სიონისტური პარტიის პოპულარობა, რომელიც Maariv-ის გამოკითხვით, საარჩევნო ბარიერს – 3,25%-ს ვერ გადალახავდა.
ბენი განცის და მისი პარტიის რეიტინგი ისრაელში ჰამასთან ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ასევე შემცირებულია ბენ გვირის ულტრამემარჯვენე სიონისტური პარტიის რეიტინგი, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო კოალიციაშია ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიასთან ერთად.