19 ოქტომბერს კომპანია m²-მა ინოვაციურ უბანში, „m³ საბურთალო“ პარკის გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც სტუმრებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იდეა, რომ „m³ საბურთალო“ არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ ცხოვრების თანამედროვე სტილია, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ურთიერთობებსა და აქტიურ გარემოს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა მრავალფეროვან აქტივობებში – ბავშვებისათვის გაიმართა გასართობი ღონისძიებები და საცირკო წარმოდგენა. მარკეტზე სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გაცნობა და შეძენა შეეძლოთ. ჩატარდა გათამაშება, სადაც გამარჯვებულები ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო ატრიბუტიკით დაჯილდოვდნენ. სპეციალურად მოწყობილ კვების ზონაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის კერძები და სასმელები. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მომენტად იქცა ლენტის გაჭრის ცერემონია, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავდა „m³ საბურთალოს“ პარკის გახსნასა და უბნის ახალი ეტაპის დაწყებას. საღამო გაგრძელდა ცეცხლოვანი შოუთი, რომელიც ვიზუალურად გამორჩეულ სანახაობად იქცა. კონცერტმა და გრანდიოზულმა ფოიერვერკმა კი პარკის ატმოსფეროს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. სტუმრებმა შეძლეს ახლად მოწყობილი პარკის დათვალიერება, ინფრასტრუქტურის გაცნობა და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება.
m2-ის საცხოვრებელი უბანი „m³ საბურთალო“ დღეს წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, ფუნქციურ და მაცხოვრებლებზე მორგებულ საცხოვრებელ უბანს, რომელიც თბილისს ახალი ცხოვრების სტანდარტს სთავაზობს. ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მარშალ გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს. კონცეფცია, რომელზეც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია “ZGF”-მა იმუშავა, ინოვაციურია. ის 21-ე საუკუნის ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობებსა და კომფორტულ გარემოს სახლის გარეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრებას.
m³-ში თითოეული კუთხე შექმნილია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე მორგებული ცხოვრებისთვის. პროექტი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციოდაგასართობინფრასტრუქტურას, რაც მცხოვრებლებს აძლევს საშუალებას სრულფასოვნად ისარგებლონ ურბანული ცხოვრების ყველა უპირატესობით. უბნის მთავარი მიზიდულობის ადგილი ცენტრალური პარკია, რომელიც მოეწყო 1,4 ჰექტარ ფართობზე. პარკის ტერიტორიაზე განთავსდა სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, ტბა, საფეხმავლო და ველობილიკები, სპორტული მოედანი და სპეციალური ადგილი შინაური ცხოველებისთვის – ყველაფერი, რაცხელსშეუწყობს მაცხოვრებლებს, რომ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით, კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში.
(R)
