m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ

გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-სა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m², უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters, ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტში ერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას.
კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, “იცხოვრე შენი ცხოვრებით” ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი Matters-ის ტანსაცმლის კოლექციაში. ეს უნიკალური ხაზი საშუალებას მისცემს ადამიანებს საკუთარი ღირებულებები ტანისამოსის დახმარებით უკეთ წარმოაჩინონ და განსხვავებულად მოახდინონ საკუთარი ცხოვრების ხედვის პრეზენტაცია.
კოლექციის თითოეული ნივთი საქართველოშია დამზადებული და ხელნაკეთია, რაც უნიკალურობისა და მდგრადობისადმი Matters-ის ერთგულებას უსვამს ხაზს, m²-ის სლოგანი კი შთააგონებს და აძლიერებს ადამიანებს, რომ გაბედონ და მიჰყვნენ საკუთარ სურვილებს, იყვნენ თავისუფლები და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით ისე, როგორც არავის უცხოვრია.
“შენი ცხოვრებით ცხოვრება სათქმელად ადვილი, მაგრამ გასაკეთებლად რთულია და მას გაბედვა სჭირდება. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ყოველწამიერად მხარი დავუჭიროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ისე, როგორც არ ცხოვრობს არავინ სხვა. თითოეული ჩვენგანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული. ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული მისია და საკუთარი გზა, საჭიროა გაბედო და იცხორო შენი ცხოვრებით. სამოსი, ამ შემთხვევაში კი Matters-ის არაჩვეულებრივი კოლექცია, ყოველწამიერი მხარდაჭერის საუკეთესო ინსტრუმენტია, თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა“ ამბობს ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
“ძალიან გვახარებს m²-თან პარტნიორობა, ბრენდთან, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს ინდივიდუალურობის, კრეატიულობისა და მდგრადობის შესახებ. ერთად ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კოლექციას, რომელიც არამხოლოდ უნიკალური და მოხდენილია, არამედ აზრიანი, და ეს აზრი, სიტყვებით, გაბედულად, ტანსაცმელზეა გადატანილი. მოუთმენლად ველით მომხმარებლების რეაქციას” – ამბობს გვანცა უბირია, Matters-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი Matters-ის ვებგვერდზე www.matters.ge და შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კ. კეკელიძის ქ. N5.