Lukoil-მა უცხოური აქტივების გაყიდვის კონსულტანტად ტრამპის ყოფილი მრჩეველი დაიქირავა – Politico

„ლუკოილმა“ თავისი საერთაშორისო აქტივების გაყიდვაში დასახმარებლად ს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი მრჩეველი, ბრაიან ლანზა დაიქირავა. ამის შესახებ Politico საკითხთან დაკავშირებულ ორმა პირზე დაყრდნობით წერს.
ლანზას კომპანია, Mercury Public Affairs „ლუკოილში“ ბოლო რამდენიმე კვირაა, მუშაობს, რამაც შედეგი უკვე გამოიღო.
ცნობისთვის, ლანზა ტრამპის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მედიასთან ურთიერთობის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, ორ ადმინისტრაციას შორის გარდამავალ პერიოდში მედიასთან ურთიერთობებს კურირებდა.