Lukoil-ი -ის სანქციების შეღავათიანი პერიოდის გახანგრძლივებას ითხოვს – Reuters

რუსული ენერგეტიკული კომპანია Lukoil-ი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სანქციების შეღავათიანი პერიოდის გახანგრძლივებას ითხოვს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
შეგახსენებთ, -ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 2025 წლის 23 ოქტომბერს ს ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
ამასთანავე, OFAC-მა გასცა ნებართვა, რომ კომპანიებს 21 ნოემბრამდე დაესრულებინათ Lukoil-თან საქმიანი გარიგებები. ეს ეხება ნავთობკომპანიის საერთაშორისო აქტივების შეძენასაც.
ახლა წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ Lukoil-ი ცდილობს აღნიშნული ვადის გახანგრძლივებას, რადგან მას არსებული ვალდებულებების დასასრულებლად და აქტივების გაყიდვისთვის შეთავაზებების განსახილად მეტი დრო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 27 ოქტომბერს დაადასტურა, რომ საერთაშორისო აქტივებისთვის მყიდველებს ეძებს და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია OFAC ლიცენზიის გაგრძელება მოითხოვოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ Lukoil-ი აპირებდა თავისი საერთაშორისო აქტივების შვეიცარიული Gunvor-ისთვის მიყიდვას, თუმცა ეს გარიგება თვის დასაწყისში ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ამერიკის ხაზინამ უარი განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ გარიგების ჩაშლის შემდეგ, Lukoil-ის საერთაშორისო ოპერაციებში შეფერხებები შეინიშნება, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა ერაყის West Qurna-2 ნავთობის საბადოზე, რომელიც მისი უდიდესი საერთაშორისო აქტივია.
ამასთანვე, დღეს გახდა ცნობილი, რომ Lukoil-ი ენერგეტიკულ აქტივებს შვილობილ რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია EL5-Energo-ს გადასცემს. თავის მხრივ, EL5-Energo Lukoil-ის ორ შვილობილ კომპანიასთან შერწყმას გეგმავს. საუბარია VDK-Energo-სა და Lukoil-Ecoenergo-ზე. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება ეს გარიგება.