Lukoil-ის უცხოური აქტივებით კიდევ ერთი ნავთობგიგანტი Exxon Mobil ინტერესდება.
ამერიკული კომპანია განიხილავს Lukoil-ის აქტივების შესყიდვის ვარიანტებს ყაზახეთში. როგორც ცნობილია, Exxon-ს, რუსულ კომპანიასთან ერთად აქვს წილი ყარაჩაგანაკის და თენგიზის საბადოებში.
ცნობისთვის, 17 ნოემბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვას Chevron-იც განიხილავს.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, Exxon-მა შესაძლოა ასევე განიხილოს ერაყში West Qurna 2 ნავთობის საბადოს შეძენის შეთავაზება. ამ საბადოს Lukoil მართავს და რუსული კომპანიის ყველაზე ღირებულ აქტივად ითვლება.




