Lufthansa-ს პილოტებმა მხარი დაუჭირეს გაფიცვის გამართვას

ავიაკომპანია Lufthansa-ს და მისი სატვირთო განყოფილების პილოტებმა მენეჯმენტთან საპენსიო საკითხებთან დაკავშირებული მიმდინარე დავის გამო გაფიცვას მხარი დაუჭირეს, – განაცხადა პროფკავშირმა „Vereinigung Cockpit“-მა.
პროფკავშირმა აღნიშნა, რომ კენჭისყრა Lufthansa-ს მენეჯმენტთან მოლაპარაკებების შვიდი რაუნდის ჩაშლის შემდეგ გაიმართა.
„ახლა ჩვენ ველით, რომ კომპანია სერიოზულად მიიღებს თანამშრომლებისგან მიღებულ ამ სიგნალს და საბოლოოდ წარმოადგენს საპენსიო სისტემის წინადადებას, რომელიც განსახილველად მისაღები იქნება“, – განაცხადა პროფკავშირმა.
Lufthansa-მ აღნიშნა, რომ მიესალმება პროფკავშირის ღიაობას ახალი მოლაპარაკებების მიმართ.
ვრცლად interfax – ზე