Lufthansa -ს თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ

Lufthansa Group-თან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, პროფკავშირი Verdi ავიაკომპანია Lufthansa-ს სახმელეთო თანამშრომლებს კვლავ გაფიცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული ქმედებით მათ სურთ ავიაკომპანიის მენეჯმენტზე გაზარდონ ზეწოლა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ერთ კვირაში უნდა დაიწყოს.
კომპანიის თქმით, ეს „გამაფრთხილებელი“ გაფიცვები გავლენას იქონიებს ფრენებზე და შეეხება 200 000 მგზავრს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს ავიაკომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის.
გაფიცვის განრიგის მიხედვით, Lufthansa-ს თანამშრომლებმა მუშაობა 7 მარტს, ადგილობრივი დროით, დილის 04:00 საათიდან 9 მარტის დილის 07:10 საათამდე უნდა შეწყვიტონ.
ავიაკომპანიის განცხადებით, მგზავრები, რომლებიც დაზარალდებიან, მიიღებენ გაუქმების შესახებ ინფორმაციას და ხელახალი დაჯავშნის ვარიანტებს ელექტრონულ ფოსტაზე ან Lufthansa-ს აპლიკაციაში.
ცნობისთვის, Lufthansa-ს თანამშრომლები 2024 წელს უკვე იყვნენ გაფიცულები 20 და 28 თებერვალს, შედეგად ავიარეისების უმეტესობა გაუქმდა, რაც დაახლოებით 100 000 ადამიანს შეეხო. თუ თქვენ დაჯავშნეთ ფრენა გაფიცვის პერიოდში, რეგულარულად შეამოწმეთ ავიაკომპანიის გევრდი და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

ასევე დაგაინტერესებთ