Lufthansa-მ ლატვიური AirBaltic-ის 10%-იანი წილის შეძენა დაასრულა

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის აქციონერი გახდა, იტყობინება პორტალი Firmas.lv.
ამჟამად სახელმწიფოს ეკუთვნის კომპანიის აქციების 88.37%-ს, Lufthansa-ს – 10%, ფინანსურ ინვესტორ ლარს ტუსენს თავისი კომპანიის Aircraft Leasing 1-ის მეშვეობით – 1.62%, ხოლო სხვა მფლობელებს – 0.01%.
airBaltic-ის საწესდებო კაპიტალი 16.64 მილიონი ევროთი გაიზარდა და 41,819,525 ევრო შეადგინა.