LSG Solutions 5 წლის იუბილეს ახალი სტრატეგიით შეხვდა
დიზაინისა და პროექტების მართვის წამყვანმა კომპანიამ LSG Solutions-მა საიუბილეო ღონისძიებაზე “5-Year Journey – Delivery Partner” სამშენებლო სექტორისთვის ინოვაციური პარტნიორული მოდელი — Delivery Partner — წარადგინა. სასტუმრო “ტელეგრაფში” გამართულ საღამოზე, კომპანიამ პარტნიორებსა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხუთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო და პარტნიორობის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა დაანონსა.
