LOUDspeakers ქუთაისის ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ჯგუფი LOUDspeakers აცხადებს, რომ 6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
“ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს. სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია”, – წერს ჯგუფი და დასძენს, რომ მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოუწია უარის თქმა.
“ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!” – აცხადებს LOUDspeakers.
6-7 სექტემბერს ქუთაისში, იმართება ფესტივალი West Fest Kutaisi.
LOUDspeakers-ის გარდა, ფესტივალის პროგრამაში არიან: Skazz, 4D Monster Lobsters, Hymera, Tamada, DJ Somali, გაუმოუვალი მდგომარეობა, ოჩოს ქოხი და Outsider.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის და დეჰუმანიზაციის რიტორიკის პირდაპირი შედეგია – ჩვენი უამრავჯერ გავაფრთხილეთ უცხოელი ოფიციალური პირები, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან