lmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება “ინტერთან” მატჩში სათადარიგო იყოს

lmattino იტყობინება, რომ “ინტერთან” იტალიის სუპერთასის ფინალში “ნაპოლის” გარემარბი შეიძლება სათადარიგო იყოს.
გამოცემის ცნობით, ქართველი გადღლილია, მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვეს, მას სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი შეცვლის.
ხვიჩამ “ფიორენტინასთან” მოგებულ ნახევარფინალში 71-ე წუთამდე ითამაშა და ჩვეულად საუკეთესოდ ვერ გაისარჯა.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მილანური გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაშია, ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეხვედრის უგოლოდ დასრულებას და პენალტების სერიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კვარაცხელიას ძალუძს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს დიდი პრობლემები
შეუქმნას და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
ერ-რიადში მატჩი 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში