სარემონტო და სამშენებლო საქონლის საცალო მოვაჭრე Leroy Merlin განახორციელებს რებრენდინგს და გააგრძელებს ოპერირებას რუსეთში სახელწოდებით Lemana Pro. ამის შესახებ კომპანიის რუსული ფილიალი იტყობინება.
რებრენდინგი ეტაპობრივად მოხდება. პირველი მაღაზიები 2024 წლის ბოლოს განახლდება, 2025 წელს კი მთლიანად დასრულდება რებრენდინგი. კომპანია ასევე განაახლებს ლოგოს.
კომპანიის ახალი სახელი ფრანგული სიტყვების Leader (ბაზრის ლიდერი), Maison (სახლი, სივრცე) და Nature (ბუნება – მინიშნება გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობაზე) კომპონენტებს მოიცავს. Pro ნაწილი გულისხმობს ფოკუსირებას სამშენებლო და სახლის გაუმჯობესების პროფესიონალებზე, პრაქტიკულ მიდგომას და დიზაინის გადაწყვეტილებებს კლიენტებისთვის.
„ბრენდის ცვლილება არანაირად არ იმოქმედებს კომპანიის ამჟამინდელ საქმიანობაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე, მომხმარებელთა მომსახურებაზე ან თანამშრომლების მუშაობაზე“, – ირწმუნება Leroy Merlin.
Leroy Merlin რუსეთის ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. ამჟამად იგი მოიცავს 112 მაღაზიას, 11 ბნელ მაღაზიას და 6 სადისტრიბუციო ცენტრს.