L’Équipe-მ “კვარაზე” მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა – კონტემ კომენტარი გააკეთა

„ვერონას“ დამარცხებამ და ზედიზედ მეხუთე გამარჯვებამ ეიფორიაში ჩააგდო „ნაპოლის“ გულშემატკივრები და ადგილობრივი მედია. calciomercato წერს, რომ ნეაპოლური გუნდი არ ფიქრობს კვარაცხელიაზე და მის გარეშე მიიწევს წინ.
„ეკიპი“ კი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს – „ნაპოლის“ და პსჟ-ის წარმომადგენლები დღეს „კვარას“ ტრანსფერის სწრაფად გადასაწყვეტად მორიგ შეხვედრას გამართავენ, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენი“ ქართველის 65-70 მილიონ ევროდ შეძენას და უკვე შუა კვირაში ფეხბურთელის დამატებას იმედოვნებს, რისი ოფიციალურად დადასტურება არ ისურვეს, რაც იმით ახსნეს, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ამის გაკეთება მართებული არასოდეს არ არის, რადგან
ბოლო თვეებში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, რამეთუ როგორც ჩანს, ეს ორივე კლუბის სურვილია, განსაკუთრებით ფრანგულის, რომელიც ქართველის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანას ჩქარობს.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ ნამატჩევს DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩაზე მისი ადრე ნათქვამი არასწორად გაიგეს, იმედგაცრუებული არა ფეხბურთელზე, არამედ იმაზეა, სიტუაცია თავად რომ ვერ შეცვალა, „კვარა“ კარგი ბიჭია, გადაწყვეტილება თვითონ და კლუბმა უნდა მიიღონ, თუმცა ჯერ ხვიჩა „ნაპოლის“ წევრია და ასეთი შესანიშნავი მოთამაშის დაკარგა გულდასაწყვეტი იქნება.