L’Equipe: “მონაკო” მიქაუტაძის ტრანსფერს მალე გამოაცხადებს

“ეკიპის” ცნობით, 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე “მეციდან” “მონაკოში” გადავა.
კლუბებმა ყველა დეტალზე უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და “აიაქსისგან” 13 მილიონ ევროდ გამოსყიდულ მიქაუტაძეში “მეცი” ბონუსების ჩათვლით 25 მილიონს მიიღებს.
თავად ფეხბურთელი მოლაპარაკებას მონეგასკური კლუბის სპორტულ დირექტორთან, ტიაგო სკუროსთან და მწვრთნელთან, ადი ჰიუტერთან აწარმოებდა. გიორგის თავისი მომავალი გუნდის თამაშის სტილი მოსწონს და ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე ისე უნდა იასპარეზოს, რომ საფრანგეთი არ დატოვოს.