გიორგი მიქაუტაძის “აიაქსიდან” “მეცში” სავარაუდო დაბრუნების შესახებ მორიგ ინფორმაციას ისევ “ეკიპი” ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მიქაუტაძის “მეცში” დაბრუნება ახლოვდება. მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ და კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის უფლებაც იქნება გათვალისწინებული.
“მეცის” ძალისხმევის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი გუნდს 5 იანვარს “კლერმონთან” თასის მატჩში ვერ დაეხმარება, 14 იანვარს კი ლიგა 1-ის მე-18 ტურში “ტულუზასთან” ითამაშებს.
“მეცი” 16 ქულით მე-14 ადგილზეა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.