L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია… – მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

„ეკიპმა“ იმ ნაკრებებიდან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, სიმბოლური გუნდი შეადგინა და მასში შეიყვანა.
„კარში დონარუმა, თავდასხმაში ოსიმენი, ლევანდოვსკი და კვარაცხელია – მართლაც შთამბეჭდავაად გამოიყურება. სიაში „ნაპოლის“ ამჟამინდელი და ყოფილი ხუთი წევრია“, – წერს გამოცემა.
„ეკიპი“ ხვიჩას შესახებ აღნიშნავს: „მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში თავის პირველ ევროპირველობაზე გაიყვანა, სადაც მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 1:4 დამარცხდნენ, ძალიან უნდოდა თავის ევროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთამაშა, მაგრამ ბრწყინვალე და დინამიური პსჟ-ს მარცხენა (თუ მარჯვენა) გარემარბის ნაკრებმა, რომელსაც ვილი სანიოლი უდგას სათავეში, ურთულეს E ჯგუფში წარუმეტებლობა განიცადა  და ესპანეთის და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
ვინაიდან ის მხოლოდ 25 წლისაა, მის ქვეყანაში კი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან (მაგალითად, გიორგი მიქაუტაძე), კიდევ შეუძლია რეალურად მომავალში მუნდიალზე ასპარეზობაზე იოცნებოს“.
ძირითადი შემადგენლობა
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, მანჩესტერ სიტი)
მცველები: მეტ კეში (პოლონეთი, ასტონ ვილა), ილია ზაბარნი (, პსჟ), ალესანდრო ბასტონი (იტალია, ინტერი), ფედერიკო დიმარკო (იტალია, ინტერი)
ნახევარმცველები: ფრანკ ზამბო ანგისა (კამერუნი, ნაპოლი), სანდრო ტონალი (იტალია, ნიუკასლი), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, ლივერპული)
თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, გალათასარაი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბარსელონა), (საქართველო, პსჟ)
სათადარიგოები
იან ობლაკი (სლოვენია, ატლეტიკო), ალექსანდერ ბა (, ბენფიკა), მილოშ კერკეზი (უნგრეთი, ლივერპული), რადუ დრაგუშინი (რუმინეთი, ტოტენჰემი), რიკარდო კალაფიორი (იტალია, არსენალი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (, მარსელი), კრისტიან ერიკსენი (დანია, ვოლფსბურგი), პიოტრ ზელინსკი (პოლონეთი, ინტერი), რასმუს ჰოილუნი (დანია, ნაპოლი), სერუ გირასი (გვინეა, დორტმუნდი), ადემოლა ლუკმანი (ნიგერია, ატლეტიკო), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, მარსელი), ალექსის სანჩესი (ჩილე, სევილია), ვანგელის პავლიდისი (საბერძნეთი, ბენფიკა), ბრაიან მბეუმო (კამერუნი, მანჩესტერ იუნაიტედი).