Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე – მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

„ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ „პარიზიენი“ იტყობინება, რომ სტუმართა გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდ ცვლილებებს არ განახორციელებს, მხოლოდ დეზირე დუეს ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებს სასტარტოში, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შესვლისას შთამბეჭდავად გაისარჯა.
აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა მარჯვენა ფლანგზე ორი ასეთი შემტევის ყოლა, ორივემ გასულ სეზონში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და ამ მომენტში Transfermarkt-ის მონაცემებით ლამინ იამალთან, ვინისიუსთან, მაიკლ ოლისესთან და ბუკაიო საკასთან ერთად მსოფლიოს ექვს ყველაზე ძვირად ღირებულ გარემარბებს შორის არიან.
„ეკიპი“ წერს, რომ სტატისტიკის მხრივ კვარაცხელიას და დუეს განსხვავება რთულია, დრიბლინგისას კი გარკვეულწილად სხვადასხვანაირად მოქმედებენ და მოიერიშე ოთხეულში გარანტირებული ადგილი მხოლოდ უსმან დემბელეს აქვს.
პსჟ ძირითადი შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.
სათადარიგოები: შევალიე, მარინი, ბერალდო, ზაბარნი, ერნანდესი, ლი, მეილიუ, ფერნანდესი, დუე, მბაიე, რამუში.
რაც შეეხება „ჩელსის“, ტრავმების გამო რის ჯეიმსი, მალო გიუსტო და ვესლი ფოფანა ვერ ითამაშებენ.