Le Parisien: ლუის ენრიკე დღეს მოედანზე შეცვლილ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს

პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება და მჭიდრო კალენდრის გამო, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეიძლება შემადგენლობის როტაცია მოახდინოს.
„პარი სენ ჟერმენმა“ 2 მარტს ქვეყნის პირველობის ოცდამეოთხე ტურში „ლილს“, 6 მარტს კი ჩემპიონთ ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ უნდა უმასპინძლოს. „ლილს“ 5 მარტს ამავე ტურნირზე გასვლაზე უწევს „დორტმუნდთან“ შეხვედრა და ლიგა 1-ის ხელმძღვანელობას პარიზელებთან თამაშის გადადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
„პარიზიენი“ წერს, რომ ძნელი გამოსაცნობია, ესპანელი სპეციალისტი როგორ ძირითად შემადგენლობას დააყენებს სამოყვარულო „სტად ბრიოშინთან“, მაგრამ დიდი ალბათობით,
რიგ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს.
პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): საფონოვი, ერნანდესი, პაჩო, ბერალდო, ნევეში, დუე, ფაბიანი, მეილიუ, ბარკოლა, ლი, რამუში
სათადარიგოები დონარუმა, ტენასი, ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, კვარაცხელია, დემბელე და მბაიე იქნებიან.