Le Parisien: კვარაცხელია სასტარტოში იქნება, ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე

„პარიზიენი“ წერს, რომ „ბრესტთან“ საპასუხო მატჩშო , ალბათ, პირველად დაიწყებს პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოდან თამაშს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველ შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შემადგენლობიაში გარკვეული ცვლილებების განოხორციელების საშუალებას მისცემს.
ეს პირველ რიგში კვარაცხელიას შეეხება, რომელიც ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, ახლა კი შეიძლება ქართველი ძირითად თერთმეტეულში მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში ბრედლი ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.
ერთი სიტყვით, თავის წარმოსაჩენად ლუის ენრიკე ხვიჩას მაქსიმალურად უწყობს ხელს.
პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა):
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში