Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

„პარიზიენის“ ცნობით, ხვალ დილით პსჟ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრება და გუნდს შეიძლება გაჰყვეს.
გამოცემა წერს, რომ „ოსერთან“ ტრავმირებულ კვარაცხელიას დღეს საღამოს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა „ბარსასთან“ დაპირისპირებამდე ორი დღეა დარჩენილი, არაა გამორიცხული გამოჯანმრთელება მოასწროს და თავისი გუნდის დახმარება შეძლოს.
ინფორმაციას rmc sport-ი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ჯერ კიდევ შეიძლება მოხვდეს განაცხადში, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს.
უსნან დემბელეს, დეზირე დუეს და მარკინიოსის თამაში გამორიცხულია. ჟოაო ნევეშს არ უვარჯიშია, მაგრამ დისკომფორტს არ განიცდის და შეიძლება მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტოში დააყენოს. ვიტინია და ფაბიან რუისი ინდივიდუალურად ემზადებიან და მწყობრში ჩადგომას მოასწრებენ.
“ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე” – მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
პსჟ-სთან მატჩამდე “ბარსელონამ “სოსიედადი” დაამარცხა და გალიდერდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი – პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
“ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?” – შჩესნის მოულოდნელი პასუხი
ბერნალს 382 დღე გაუცდა და “ბარსელონამ” კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება