RMC Sport-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს შეცვლის მთავარ კანდიდატად “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბარკოლა კარგად თამაშობს. როგორ ჩანს, “პარი სენ ჟერმენი” ქართველის შეძენაზე მართლაც სერიოზულად ფიქრობს. ამას “პარიზიენი” ადასტურებს.
გამოცემის მტკიცებით, სამი კვირის წინ პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი ლუიშ კამპუში რომში კვარაცხელიას აგენტს შეხვდა, მას შემდეგ შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ქართული მხარე ფეხბურთელის ფრანგულ გუნდში გადასვლით დაინტერესებას გამოხატავს.