Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა – დღეს “ბარსელონასთან” მატჩის გენერალური რეპეტიციაა

27 სექტემბერს, ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ „ოსერს“ უმასპინძლებს და „მარსელთან“ დამარცხების შემდეგ გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
პარიზულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი, რომელიც მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს, სამაგიეროდ მწყობრში ჩადგა ბრედლი ბარკოლა.
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს შეტევის ხაზი „ველოდრომზე“ ძალიან უნიათოდ გაისარჯა და მწვრთნელი ლუის ენრიკე მათგან მეტს მოელის. ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის ახალი ფეხბურთელების დამატება ადვილი არ არის. ეს იგივე არაა, „აშანში“ რაც გინდა, ყველაფერი შეიძინო. როდესაც მოთამაშეს ყიდულობ, ყურადღებით უნდა იყო, რადგან ბევრი ფულის გადახდისას, მასზე დიდ ზეწოლას ახორციელებ. ჩვენ გუნდი ვართ, რაც გასულ სეზონში ვაჩვენეთ. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ყველაფრის გასაანალიზებლად მზად ვართ. ვიცით, ისეთი ფეხბურთელების მოძებნა, რომლებიც ჩვენს ხედვას შეესაბამებიან, ადვილი არაა“.
გამოცემა წერს, რომ ტრავმირებულების გარეშე „პარი სენ ჟერმენის“ შესაძლებლობები შეზღუდულია, ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა გაირჯებიან, რაც გარკვეულწილად ეფექტურობის გარანტია იქნება და ეს მიუხედავად იმისა, ვის დააყენებენ „ცრუ ცხრიანზე“, შესაძლოა, ეს ლი იყოს, თუმცა კორეელი ამ პოზიციზე დამაჯერებელი ვერ გახლდათ.
პსჟ-ს სავრაუდო სასტარტო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, ლი, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, პსჟ შემდეგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.
“უდინეზეს” მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა – მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
“უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა” – ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
Mundo Deportivo: ლუის ენრიკეს ენრიკეს პსჟ-ს დატოვება და ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა
“ბარსელონას” კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და No Look ასისტი – “ლიონმა” გაიმარჯვა და უკვე მეოთხე ადგილზეა
დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ
საფრანგეთში დავითაშვილის გოლი ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]
როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა და რა ხდება პსჟ-ს ლაზარეთში?
“დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს” – ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა – პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
[VIDEO] პსჟ “მარსელთან” 0:1 დამარცხდა – ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
“იცით, ახლა სად შემეძლო ვყოფილიყავი?” – როგორ ეცადა “მარსელის” მწვრთნელი ფეხბურთელების მოტივირებას “ოსერთან” მატჩის შემდეგ
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
“ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ” – ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში