Le Monde: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი გააუქმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააუქმა ვიზიტი საფრანგეთში, სადაც დღეს, 18 იანვარს, უნდა ჩასულიყო. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე გაუქმდა.
დღეს პარიზში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი „საარტილერიო კოალიციის“ პრეზენტაცია, რომელსაც უმეროვი უნდა დასწრებოდა. ის შეხვედრაში მონაწილეობას ონლაინ მიიღებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსტემ უმეროვის ვიზიტის ოფიციალური პროგრამა ჯერ კიდევ 15 იანვარს გამოაქვეყნა. დაგეგმილი იყო მინისტრების, სებასტიან ლეკორნიუს და რუსტემ უმეროვის სტუმრობა კომპანიაში, რომელიც ჰაუბიცებს, Caesar-ს აწარმოებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთში მინისტრის ვიზიტის გაუქმებაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
საფრანგეთის და -ის ინიციატივით შექმნილი „საარტილერიო კოალიცია“, რომელიც ამ ეტაპზე 23 ქვეყანას აერთიანებს, ნაწილია უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინი), რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყანაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის