Le Monde: აშშ პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას

შეერთებულ შტატები პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას. ამის შესახებ Le Monde-ი წერს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ 18 ოქტომბერს ბერლინში შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის შედეგებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა გარდამავალ პერიოდში დაიწყოს უკრაინის მიწვევის პროცესი, თუ არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი გაიმარჯვებს. ამასთან, Le Monde-ის თანამოსაუბრე განმარტავს, რომ თუ რესპუბლიკელი გაიმარჯვებს, „ბაიდენის მცირე ინიციატივამაც კი შესაძლოა გააუარესოს ვითარება“.
Le Monde-ი წერს, რომ თუ შეერთებული შტატები პრინციპულად არ შეეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას, მაშინ შესაძლოა გერმანიამაც შეიცვალოს პოზიცია.
გაზეთის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერებმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მიერ ს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობაც. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, დაუშვან ასეთი დარტყმები, გერმანია და შეერთებული შტატები შიშობენ, რომ ეს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს, ნათქვამია გამოცემაში.
უკრაინის ნატოში მიწვევა უკრაინის პრეზიდენტ ს ე.წ გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. მას ბაიდენის გადადგომამდე მიწვევის იმედი აქვს.
თავის მხრივ, შვიდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შაბათს, 19 ოქტომბერს, ნეაპოლში გამართულ შეხვედრაზე ს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების საკითხში.
მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სპეციალისტები გააგრძელებენ უკრაინული სამხედრო პერსონალის მომზადებას და უკრაინის არმიის რეფორმირებას, რათა ის ალიანსის სტანდარტებთან თავსებადი გახდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ