Le figaro: ერთ თვეში 36 ქურდობაში ბრალდებული ხუთი ქართველი ჟანდარმერიამ დააკავა

საფრანგეთის ჟანდარმერიამ, ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, ჟირონდაში, რამდენიმე ათეული ქურდობისთვის 5 ქართველი დააკავა. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს. პოლიციამ 250 მოპარული ნივთიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ძვირფასეულობა იყო, ასევე კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.
რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ, ჟანდარმერიის ორმა სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) ხუთი ქართველი დააკავა, რომლებიც 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის პერიოდში, არანაკლებ 36 ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები, ქურდობის ფაქტები ძირითადად ბორდოს რაიონში ხდებოდა.
“ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან,” – განმარტავს ესკადრილიის ლიდერი რომენ რენო.
ვიდეოთვალთვალის მოწყობილობამ შესაძლებელი გახადა მანქანის იდენტიფიცირება და ქალაქში მისი შესაძლო დაბრუნების მონიტორინგი. ვიდეოთვალთვალის სისტემით, მანქანა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შენიშნეს. აქტიური მეთვალყურეობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქურდობების უკან ხუთი ქართველი დგას – აღნიშნულია ფრანგული მედიის ინფორმაციაში.
“ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს,” – აცხადებს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს