Lamborghini-მ თანამშრომლები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა – Reuters

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Lamborghini-მ მიაღწია პროფკავშირებთან შეთანხმებას იმის შესახებ, რომ თანამშრომლები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადაეყვანა. ამის შესახებ Reuters წერს.
პროფკავშირებმა FIOM და FIM-CISL შეთანხმებას ისტორიული უწოდეს, რადგან ევროპაში საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად გახდა შესაძლებელი კომპანიის სამუშაო საათების მნიშვნელოვანი შემცირება, პერსონალის ხელფასის შემცირების კი არა, მომატების პირობებში.
შესაბამისად, ცვლილების შედეგად, Lamborghini-ს საწარმოს მუშები კვირის განმავლობაში 2 ან 3 ცვლაში მუშაობენ და წელიწადში 22-დან 31 სამუშაო დღე ეზოგებათ.
ანაზღაურების კუთხით, შეთანხმება მოიცავს თანამშრომლებისთვის გადახდილი ბონუსების 50%-ით ზრდას, ასევე ერთჯერადი 1 000-ევროიანი პრემიის ზრდასაც.
Lamborghini-ს შეთანხმება არის ჩარჩო ხელშეკრულების უფრო ფართო ცვლილებების ნაწილი. ის ასევე ითვალისწინებს 500 სამუშაო ადგილის შექმნას, წლიური ხელფასის ზრდას და დამატებითი შრომითი შეღავათების შემოღებას.