La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია “ნაპოლის” რენესანსის სიმბოლო გახდება

„ეგნატიასთან“ „ნაპოლის“ მოგებულ ამხანაგურ მატჩს (4:0) და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „გაძეტა დელო სპორტი“ გამოეხმაურა:
„კვარაცხელია კონტეს ახალი „ნაპოლის“ საკულტო სახე იქნება. ქართველს თავისი ნიჭის დასამტკიცებლად 21 წუთი დასჭირდა, რაც კარგა ხანია ყველასთვის ცხადია. ის გუნდის რენესანსის სიმბოლო გახდება. ლობოტკას გაკეთებული პასი გაზონზე დაუშვებლად დაამუშავა და დიდებული გოლით შვიდი ათასი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. ჭეშმარიტი სილამაზეა. ახალმა მწვრთნელმა ხვიჩა პროექტის საყრდენად აირჩია და ახლა სურს, მისი ოსტატობით სრულად დატკბეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში