La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლი” და ს აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.
წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა.
La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, რომ “პარტენოპეი” ფეხბურთელს მოთხოვნილზე ნაკლებ გასამრჯელოს სთავაზობს.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, კვარაცხელიას სახელზე კი პსჟ-ისა და უკვე “მანჩესტერ იუნაიტედსაც” აქტიურად უკავშირებენ.