ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვენეციასთან“ სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (0:0), „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ „ნაპოლის“ შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვს:
„ნაპოლის“ პრობლემები ცხადია, გაცილებით ნაკლები გოლი აქვს გატანილი, ვიდრე იმ სხვა გუნდებს, რომლებიც სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, მეორე პოზიციაზეა, თუმცა მწვრთნელი ანტონიო კონტე დასუსტებულ გუნდში აღმოჩნდა.
ამ „ნაპოლის“ არ ჰყოფნის ხარისხი, არ ჰყავს ისეთი შემოქმედი ფეხბურთელები, რომელთაც არაფრიდან მომენტის შექმნა და გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ. კონტემ ყველას გაუმჯობესება მოახერხა, საქმეში გული და სული ჩადო, მრავალი ტაქტიკური სიახლე დანერგა, მაგრამ
ასე შორს ვერ გავა. ის ვერ მოსთხოვს ჯაკომო რასპადორის ხვიჩა კვარაცხელიასავით ითამაშოს და ამჟამინდელი რომელუ ლუკაკუც არაა ვიქტორ ოსიმენი. ის ვიწრო სივრცეში ეფექტურად ვერ მოქმედებდა, თუმცა გაშლილი იერიშისას გადამწყვეტი იყო. ამიტომ აქვს გატანილი „ნაპოლის“ წინა წლებთან შედარებით ნაკლები გოლი, როდესაც თავდასხმაში დიდი ლიდერები ჰყავდა და ამიტომაა უნაყოფო“.
